
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციის ალიანსი დატოვა
ფორმულა|formulanews.ge
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციის ალიანსი დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობის" გარდა ალიანსში არიან "ახალი", "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "თავისუფლების მოედანი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ფედერალისტები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და "ევროპული საქართველო".
დღეს კი ალიანსისი გვერდზე ახალი ფოტო გააზიარეს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლოგო დატანილი აღარ არის.
პარტიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში პარტია ალიანსთან დაკავშირებით არცერთ აქტივობაში აღარ მონაწილეობდა. ფავლენიშვილის თქმით, ალიანსის წევრები "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტიის ლიდერების ლანძღვით იყვნენ დაკავებული.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge