
ზელენსკი: ბერლინში მთავარი თემა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და ენერგეტიკაა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუნდთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები გერმანიის კანცლერთან, პრეზიდენტთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს წლევანდელ ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაში.
ამის შესახებ ზელენსკიმ საკუთარ ოფიციალურ Telegram-არხზე დაწერა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან მჭიდრო დიპლომატიური კოორდინაციისა და ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიური კოორდინაციაა: წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება და ჩვენი ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა. ეს იქნება დღევანდელი მოლაპარაკებების პრიორიტეტი,“ — აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეები ერთნაირად არიან დაინტერესებულნი უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვით.
„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს პრინციპები კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში გადაიზარდოს. მადლობა გერმანიას მზადყოფნისთვის, მხარი დაუჭიროს სიცოცხლის ჩვენეულ დაცვას და ჩვენი ძალიან სერიოზული ერთობლივი მუშაობისთვის!“ — წერს უკრაინის ლიდერი Telegram-ზე.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge