მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პატრიარქი შიო III: ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს
პატრიარქი შიო III: ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს

პატრიარქი შიო III: ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს

ფორმულა|formulanews.ge

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში: რომ რას არგებსო ადამიანსო, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს და თავის თავს დაკარგავს და ავნებს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? ეს კი უკვე ეხება მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის თუ გნებავთ ქვეყნისთვისაც. და რა თქმა უნდა, ასეთი ფიქრი ძალიან დიდი შეცდომაა და სულიერი ცხოვრების კანონების არ ცოდნა, იმიტომ, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, არამედ პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება იმ ადამიანისთვის, ასეთი ადამიანისთვის, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს. მე ახლა აღარ ჩამოვთვლი, არსებობს ბევრი ამის გზები და საშუალებები. და მეტსაც გეტყვით წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც აი ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს აი ამ ცოდვის არსებობას და ამ ცოდვის ჩადენას. ასე რომ, აი ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ ეს უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, რომ თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალია

კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალია

ფორმულა

კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია

კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია

ფორმულა

უნგრეთი კომუნისტური რეჟიმის აგენტების სახელებსა და სახელმწიფო უშიშროების არქივებს გაასაჯაროებს

უნგრეთი კომუნისტური რეჟიმის აგენტების სახელებსა და სახელმწიფო უშიშროების არქივებს გაასაჯაროებს

ფორმულა

ზელენსკი: ბერლინში მთავარი თემა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და ენერგეტიკაა

ზელენსკი: ბერლინში მთავარი თემა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და ენერგეტიკაა

ფორმულა