
გურჯაანის სოფელ კოლაგში მომხდარ ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ფორმულა|formulanews.ge
გურჯაანის სოფელ კოლაგში მომხდარ ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი პირი - ავტომობილის მძღოლი, მისი ცოლი და 3 წლის შვილი. ისინი ამჟამად კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge