მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ
ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერის და ახლა პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი წერს, რომ რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება მისი თქმით ღარიბაშვილის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ.

თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ.

"პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (მაგალითად: მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და ა.შ.).

* მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

* ისინი, ვისაც აქვთ დანაშაულის რეციდივი (წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები).

* პატიმრები, რომლებიც სხვა (მაგალითად, ნახევრად ღია) ტიპის ციხეში ყოფნისას არღვევდნენ რეჟიმს, ავლენდნენ აგრესიას, იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები ან არსებობდა მათი მხრიდან გაქცევის მაღალი საფრთხე.

სასამართლოს არ მიუსჯია ირაკლისთვის დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ითვლება დახურული ტიპის დაწესებულების პატიმრად, არის ის, რომ იმყოფება სამარტოო საკანში.

შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ - წესებს, რომლებიც შემუშავებულია საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად?!

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ , იყავით ჰუმანურები! ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა !!!", - წერს თამაზაშვილი.

პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას, ღარიბაშვილისთვის პაემნების შეზღუდვის შესახებ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ფორმულა

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ფორმულა

ფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა

ფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა

ფორმულა