მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს
ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ფორმულა|formulanews.ge

ნარკოლოგი და ფედერალისტების ერთ-ერთი წევრი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, მეტადონის სახელით ასაღებენ.

მისი ინფორმაციით, ვარდისფერ ფხვნილს ბათუმში ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა.

აღნიშნავს, რომ საჭიროა სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაცია.

"სასწრაფო გაფრთხილება -უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება

ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება.

განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 („Pink“, „Pinky“)- ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში ვარდისფერი ფხვნილის სახითაც ვრცელდებოდა.

ასევე გამოსარიცხია ნიტაზენები და ფენტანილის ანალოგები.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნივთიერებაა გავრცელებული საქართველოში. საჭიროა სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაცია.

არსებული ინფორმაციით, გუშინწინ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა ბათუმში !!!

არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას. ზედოზირებისას დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიყენეთ ნალოქსონი, თუ ხელმისაწვდომია.

ძაან საშიშია ადგილზე

კლავს!!! ვერ ასწრებს სასწრაფოც მოსვლას!!! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს ", - წერს სიხარულიძე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოსახლეობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • ზახაროვას თქმით, ფაშინიანს სომხეთის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავსნეტგაზეთი
  • მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და 5-ბალიანი შტორმი - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებსBM.GE
  • 25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, მაშინდელმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცად გაწირა - ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე - თამაზ ბესტაევირუსთავი 2
  • ნიჩბისი-კავთისხევის დაზიანებული გზა და უხელფასოდ დარჩენილი მუშები - მოსახლეობა დახმარებას ითხოვსტვ პირველი
მოსახლეობის →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ფორმულა

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ფორმულა

ფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა

ფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა

ფორმულა