მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
მოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა

მოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა

ფორმულა|formulanews.ge

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს, ხმაური იყო.

მოსამართლემ დარბაზიდან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გააძევა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ", - თქვა მოსამართლემ.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მაია კოპალეიშვილმა მოსამართლეს მიმართა:

"მე რატომ არ მაძევებთ? გამაძევეთ მეც. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება გვარამიას გაძევებაზე, პირდაპირ იყო დავალება ოცნებისგან, რადგან ოცნება ამას მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ. [...] ვერასდროს დავასრულებ თქვენს კრიტიკას", - მიმართა მაია კოპალეიშვილმა მოსამართლეს.

მაია კოპალეიშვილის განცხადების შემდეგ, მოსამართლემ მას დარბაზი დაატოვებინა.

"თქვენ ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ, რომ სასამართლომ მიიღო დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია, რომელსაც აქვს მუდმივი შენიშვნები. ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურა არ გაქვთ იმის, რომ მისმინოთ. თქვენც გაძევებული ხართ", - მიმართა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკონსტიტუციო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • თორნიკე ჭეიშვილი: "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" საკონსტიტუციო წესრიგი და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე არაფრად მიაჩნდა, ეს მათი ხელწერაარუსთავი 2
  • 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდებატვ პირველი
  • „ავტორიტარიზმის მემკვიდრეობა და უცხოური ჩარევები“ - რა თქვა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილეზე?BM.GE
  • ბურჭულაძის თქმით, მზადაა საკონსტიტუციოს 4 ოქტომბერზე ჩვენება მისცესნეტგაზეთი
საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

ფორმულა

ხაშურთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფორმულა

ადვოკატი: 23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს

ადვოკატი: 23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს

ფორმულა

საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს, ციხიდან წერილს ავრცელებს

საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს, ციხიდან წერილს ავრცელებს

ფორმულა