მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ბურჭულაძის თქმით, მზადაა საკონსტიტუციოს 4 ოქტომბერზე ჩვენება მისცეს - Netgazeti
ბურჭულაძის თქმით, მზადაა საკონსტიტუციოს 4 ოქტომბერზე ჩვენება მისცეს - Netgazeti

ბურჭულაძის თქმით, მზადაა საკონსტიტუციოს 4 ოქტომბერზე ჩვენება მისცეს - Netgazeti

ნეტგაზეთი23 ოქტომბერი, 2026, 17:57|netgazeti.ge

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და აცხადებს, რომ მზადაა გამოცხადდეს პროცესზე ან დისტანციურ ფორმატში მისცეს ჩვენება, თუ კოლეგიამ 4 ოქტომბრის საკითხი უნდა განიხილოს. საუბარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე.

ბურჭულაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი მხოლოდ ისაა და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს სწორი ინფორმაცია მოაწოდოს ამ აქციასთან დაკავშირებით.

ბურჭულაძე ოპოზიციურ პარტიებს სთხოვს, თუ პროცესზე „4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება“, გაუწიონ შუამდგომლობა, რომ ჩვენება მისცეს.

„პატივცემულო მოსამართლეებო, ვადევნებ თვალს თქვენს სასამართლოს და შევიტყვე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბრალად აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის შეკრების, ეროვნული კრების ორგანიზება, რაც არის ტყუილი. 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია, თუ რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში, რას უყარა კენჭი და რა შედეგი მოჰყვა მას. ჩემი დაკითხვის გარეშე 4 ოქტომბრის დიდი შეკრების არათუ განხილვა, არამედ ხსენებაც კი არა მხოლოდ უსამართლობა, არამედ უსინდისობაც იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად. დიდი მადლობა!“ – წერს ბურჭულაძე.

პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელში 4 ოქტომბრის მოვლენები მოხსენიებულია, როგორც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის ერთ-ერთი მცდელობა.

საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა. პროცესი 26 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაგრძელდება.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკონსტიტუციო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებსფორმულა
  • ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სარჩელზე EU-ის განცხადებებს, პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებსBM.GE
  • ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ენმ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციას აანონსებსტვ პირველი
საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

ნეტგაზეთი

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები

ნეტგაზეთი

ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია

ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია

ნეტგაზეთი

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

ნეტგაზეთი