მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ფორმულა|formulanews.ge

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00-მდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე.

მიზეზად აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგებაა დასახელებული.

აღნიშნულია, რომ შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით. ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

"კერძოდ, ავტობუსები - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

აგრეთვე, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ფორმულა

ზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა

ზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა

ფორმულა

პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

ფორმულა

ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფორმულა