
ბაიბა ბრაჟემ დაკავშირებადობის სამიტში საქართველოს არმონაწილეობის გადაწყვეტილება შეაფასა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ლატვიის პირველმა დიპლომატმა ბაიბა ბრაჟემ „ევროსკოპთან“ საუბარში დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არყოფნის გადაწყვეტილება შეაფასა.
„თუ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად ეს სარგებელი არ მიიღოს, ეს მისი არჩევანია, თუმცა, ვფიქრობ, ხალხს განსხვავებული პოზიცია აქვს“, — განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ.
ბრაჟეს განცხადებით, ამა თუ იმ საერთაშორისო შეხვედრაში ჩართვა და ქვეყნისა თუ მოსახლეობის საკეთილდღეოდ არსებული შესაძლებლობების გამოყენება თითოეული სახელმწიფოს სუვერენული არჩევანია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თავად გადაწყვიტა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული სიკეთეებით არ ისარგებლოს, თუმცა ლატვიის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge