
უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობქარხნების 55% გააჩერა
ფორმულა|formulanews.ge
ვლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების მიერ შორ მანძილზე განხორციელებულმა იერიშებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტის მუშაობა შეაჩერა.
ზელენსკი ამ ნაბიჯს მოსკოვის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი თავდასხმებისა და დეესკალაციაზე უარის თქმის საპასუხო ზომად აფასებს.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გასულ თვეში, ოქტომბერში, რუსეთის არმიის დანაკარგებმა, დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით, 50 ათასს გადააჭარბა. ზელენსკის პროგნოზით, მსგავსი მასშტაბის დანაკარგები ნოემბერშიც შენარჩუნდება.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge