
მოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევა
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თქმით, სხდომიდან გაძევების მიზეზი ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი მას ხშირად აწყვეტინებს სიტყვას.
„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი. მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილება და გადაჭარბებაა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ... ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის", - თქვა რევაზ ნადარაიამ
ფორმულა
წყარო: formulanews.ge