
გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაიღუპა
ფორმულა|formulanews.ge
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს 60 წელს გადაცილებული მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, კაცი დაპირისპირების დროს დაცემის შედეგად დაიღუპა.
შსს-ს განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილები არიან განყოფილებაში.
უწყების ცნობით მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge