
ელჭექი, თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი -24-26 ნოემბრის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და ასევე, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი.
აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აჭარა-გურიის მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. მთიან რაიონებში ძლიერი თოვის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ასევე ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე - საშუალო)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge