მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც დაკავშირებულია სუროგაციასთან
კობახიძე: პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც დაკავშირებულია სუროგაციასთან

კობახიძე: პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც დაკავშირებულია სუროგაციასთან

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შემოღებაზე ისაუბრა.

კობახიძის მტკიცებით, სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები, თუმცა ისიც თქვა, რომ საბოლოოდ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ სახელმწიფო იღებს.

"არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ შვიდი ქვეყანა იყო, ახლა ექვსი დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში, სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით.

შესაბამისად, მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები [საპატრიარქოსთან]. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზერუსთავი 2
  • კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლებაBM.GE
  • მოსკოვი კობახიძის სპეცწარმომადგენელთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ელოდება - მიხაილ გალუზინის განცხადებატვ პირველი
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ელჭექი, თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი -24-26 ნოემბრის პროგნოზი

ელჭექი, თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი -24-26 ნოემბრის პროგნოზი

ფორმულა

გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაიღუპა

გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაიღუპა

ფორმულა

ირანელი მომღარელი ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გაამათრახეს

ირანელი მომღარელი ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გაამათრახეს

ფორმულა

მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: ​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში

მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: ​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში

ფორმულა