შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, ის შალვა თადუმაძეს შეცვლის
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თეიმურაზ კუპატაძემ ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც "პირადი განცხადების საფუძველზე" დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
