ორიგინალი
გივი მიქანაძე - ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონკონგის უნივერსიტეტთან
ფრონტნიუსი·11:24

გივი მიქანაძე - ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონკონგის უნივერსიტეტთან

28 ნოემბერი, 2026 · 11:24

"ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონკონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.

ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ", – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოსწავლეებს ჰონკონგის უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა, საგამონაკლისო წესით, უკვე მიმდინარე წლიდან ექნებათ.

"დაგეგმილია ჰონკონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას, საგამონაკლისო წესით, წელსვე შეძლებენ.

კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება. მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ.

შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან – 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონკონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონკონგის უნივერსიტეტის დიპლომს, რაც მათ, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, ან საქართველოში დაბრუნების და თავიანთი პროფილის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ჰონკონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველი მოსწავლეებისთვის დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კონკურსში მონაწილეობის პირობები, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

"ჰონკონგის უნივერსიტეტში ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მარტივი - კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გადალახავენ დადგენილ კრიტერიუმებს და საერთაშორისო დონის განათლებას მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში მიიღებენ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება, მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, გლობალურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლება – სწორედ ამ მიზნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალში ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითრეალიზების კიდევ უფრო ფართო არეალი შევუქმნათ. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა და სწორედ განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს", – განაცხადა გივი მიქანაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. გივი მიქანაძე - ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონკონგის უნივერსიტეტთან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·11:13

შსს-მ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

შსს-მ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ფრონტნიუსი·11:00

10 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 2 825 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

10 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 2 825 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში
ფრონტნიუსი·23:45

ზელენსკი - ლიბიაში ოპერაცია ევროპასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩატარდა

ზელენსკი - ლიბიაში ოპერაცია ევროპასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩატარდა
ფრონტნიუსი·21:41

ირაკლი კობახიძე - ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

ირაკლი კობახიძე - ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.