ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით
ფრონტნიუსი·21:06

ირაკლი კობახიძე - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით

28 ნოემბერი, 2026 · 21:06

რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ყოველთვის არის სათანადო რეაქცია.

"რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ წაყენებულ პირობებს: იქ დემარკაცია, დევნილების არდაბრუნება და ასე შემდეგ, ე.წ სამშვიდობო შეთანხმება. ასეთი განცხადებები კეთდება ხოლმე. ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა. რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვსჩვენი ტერიტორიები და გამოირჩევა ხოლმე ასეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე სათანადო რეაქცია. ბუნებრივია, ვერავითარი დემარკაცია ვერ განიხილება, დევნილების დაბრუნებაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვერავითარი წინაპირობა რაიმესთვის. რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას, არც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ვერავითარ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვერ იქნება, ბუნებრივია, საუბარი.

ამ ყველა საკითხზე და ე.წ. პირობებზე ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით და დღესაც ვაფიქსირებთ სათანადო პოზიციას. საუბარი იყო ღვინის თემაზეც და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ განმარტება. აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა. არ ვიცი, ეს არის მათი პოზიცია, რაზეც ასევე სათანადო პასუხი ჩვენ, ბუნებრივია, დავაბრუნეთ. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ფორმულა·15:17
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • ტვ პირველი·13:07
    უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
  • პალიტრა ნიუსი·12:59
    „დაასახელონ, ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს“ - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის კრიტიკას პასუხობს
  • რუსთავი 2·10:08
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
კობახიძეპოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·21:09

ირაკლი კობახიძე - არის გარკვეული საკითხები, რაზეც შესაჯერებელია პოზიციები, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია დავით გარეჯის საკითხი

ირაკლი კობახიძე - არის გარკვეული საკითხები, რაზეც შესაჯერებელია პოზიციები, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია დავით გარეჯის საკითხი
ფრონტნიუსი·20:54

ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა

ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა
ფრონტნიუსი·20:38

ირაკლი კობახიძე - ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა

ირაკლი კობახიძე - ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა
ფრონტნიუსი·20:32

ირაკლი კობახიძე - აქციები დაიწყო 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ შეიტყო არჩევნების წაგების თაობაზე

ირაკლი კობახიძე - აქციები დაიწყო 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ შეიტყო არჩევნების წაგების თაობაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.