ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებს და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება
ფრონტნიუსი·22:59

ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებს და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება

28 ნოემბერი, 2026 · 22:59

სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე. მთავარი, რაც აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას, არის ის, რომ პენსიების და მთლიანად სოციალური ბიუჯეტის წილი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაცდა 35%-ს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე მეტს თუ ხარჯავს სახელმწიფო სოციალურზე, მათ შორის პენსიებზე, პირდაპირ ურტყამს ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობაზე აისახება.

"ეს მაჩვენებელი 2012 წელს - ანუ ერთი, რომ ოთხჯერ ნაკლები ხომ იყო სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ წილობრივადაც დღეს არის 35%-ზე მეტი, ანუ ზღვარზე ვართ უკვე. ამაზე მეტს თუ ხარჯავ სოციალურზე, მათ შორის პენსიებზე, პირდაპირ ურტყამ ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობაზე აისახება. ჩვენ ზღვარზე ვართ უკვე: 35%-ზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დახარჯოს სახელმწიფომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ამუხრუჭებ ეკონომიკურ ზრდას და ამ ზღვარზე ვართ 35%-იან ზღვარზე იმ პენსიით, მათ შორის, რომელიც არის დადგენილი. პენსიას ემატება ასევე სოციალური დახმარება, რომელიც არის დაახლოებით 6-ჯერ გაზრდილი 2012 წლის შემდეგ საერთო მოცულობა, ამას ემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ჯანდაცვის სხვა პროგრამები და არაერთი სხვა სოციალური შეღავათი. სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება“, - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებს და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • GHN·00:14
    კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
  • რუსთავი 2·23:55
    ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული სამთავრობო შემადგენლობის პირობებში და სამთავრობო ხელმძღვანელობის პირობებში გაჩნდა კორუფციის სისტემური პრობლემა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ეს არ იყო 12 წელი
  • პრაიმტაიმი·23:48
    საქართველოში 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%, ეს ნიშნავს იმას, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან - ირაკლი კობახიძე
  • ტვ პირველი·23:45
    „კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.