ორიგინალი
„კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“  - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
ტვ პირველი·23:45

„კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს

28 ნოემბერი, 2026 · 23:45

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გამართულ აქციას აფასებს - მისი თქმით, საზოგადოებას სურს „მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული“.

ზურაბიშვილის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% კი არა, 18%-ია ოკუპირებული.

„კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული, ვიცით, რამდენად რუსული რეჟიმი მართვას დღეს, ვერ მართავს რეალურად საქართველოს.“- თქვა მან.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ხალხი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, რათა ქვეყანა საკუთარ გზაზე დააბრუნოს.

დღევანდელი აქცია არის ამის დასტური, რომ ჩვენ ორი წლის მერე ვდგავართ, ვართ ერთად, ვართ ძალიან ბევრნი და ჩვენ არ დავთანხმდებით, არ დავნებდებით და ბოლომდე ვიქნებით, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის გზაზე. ამ ხალხს მოვაშოროთ და არ გვინდა ასეთი საქართველო, ჩვენ გვინდა მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული. გაერთიანება არის აქ, არ სჭირდება ჩადგომა, არსად არ ჩავდგები, ჩვენ ვართ ერთად. მე სულ აქ ვიყავი ხალხთან ერთად და ვიქნები კიდევ, სანამ საჭირო იქნება, ბოლომდე. მე ვთქვი, რომ იდეალური ვიყავი სხვა რამისთვის, ტრანზიციისთვის, იმიტომ რომ საჭიროა, როცა ესენი ბოლომდე ჩამოიშლებიან, სტაბილურობა იყოს, ლეგიტიმურობა იყოს და დრო მივცეთ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიას და კიდევ სხვებს, რომლებიც მზადდებიან, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ და ჩავატაროთ ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ავირჩიოთ ჩვენი თავისუფალი მომავალი.“ - განმარტა ექს-პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აქციის მიმდინარეობისას მცირე პროვოკაციები და ინციდენტები იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება საზოგადოების ძალას გრძნობს, თუმცა თავად „დაშლილია, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაშია“.

ძალიან კარგი ნიშანია, როცა პროვოკაციაა. ეს ნიშნავს, რომ გრძნობენ ძალას და რეალურად დღეს ნამდვილად იგრძნობოდა. ვნახეთ, რამდენი „შკოდა“ იყო მოყვანილი აქ. გრძნობენ საზოგადოების ძალას. როცა საზოგადოება დგას ერთად, ძალიან დიდი ძალაა და დღეს ძალა ჩვენს მხარესაა. დაშლილია რეჟიმი, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაშია და იზოლაციიდან ვერ გამოდიან. ვერანაირად ვერ მართავენ ვერც შიგნით ქვეყანას, ვერც გარეთ. ვხედავთ, რომ ეძებენ იქ-აქ სხვადასხვა პარტნიორს, მაგრამ ესეც არის გაუმართავი. პატარა ინციდენტები იყო, პროვოკაციები იყო, ყოველთვის იქნება და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ცდილობს ეს რეჟიმი, რომ კიდევ იარსებოს. ჩვენი ერთობა არის ძალა და ამ რეჟიმის ერთადერთი ბერკეტი არის, რომ სცადოს და დაშალოს ეს ერთობა. ავირჩიოთ ჩვენ ერთობა გვინდა თუ დაშლა.“- დასძინა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • იმედი·23:21
    ირაკლი კობახიძე: სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
  • რუსთავი 2·23:04
    ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული სამთავრობო შემადგენლობის პირობებში და სამთავრობო ხელმძღვანელობის პირობებში გაჩნდა კორუფციის სისტემური პრობლემა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ეს არ იყო 12 წელი
  • კვირა·22:53
    ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
  • ინფო 9·22:51
    ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·23:48

5 წელია გამოუძიებელია სუს-ის იმ მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმე, ვისაც მოსმენები ებარა და ვისი სახელითაც სუს-ის ჩანაწერები გავრცელდა

5 წელია გამოუძიებელია სუს-ის იმ მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმე, ვისაც მოსმენები ებარა და ვისი სახელითაც სუს-ის ჩანაწერები გავრცელდა
ტვ პირველი·23:24

კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%

კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
ტვ პირველი·23:17

როგორ ითრევენ არასრულწლოვნებს ნარკორეალიზატორები - ვინ ყიდის სიკვდილს საქართველოში?

როგორ ითრევენ არასრულწლოვნებს ნარკორეალიზატორები - ვინ ყიდის სიკვდილს საქართველოში?
ტვ პირველი·23:13

„ქართულმა ოცნებამ“ ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს და პოლიციას!“ - ლევან ცუცქირიძის გამოსვლა

„ქართულმა ოცნებამ“ ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს და პოლიციას!“ - ლევან ცუცქირიძის გამოსვლა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.