ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში
ფრონტნიუსი·22:07

ირაკლი კობახიძე - სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში

28 ნოემბერი, 2026 · 22:07

ჩვენ თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში.

"რაც შეეხება სასამართლოს. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებოდით ხოლმე შესაბამის ადამიანებს, მათ შორის უცხოელ პარტნიორებს - აბა მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, სადაც ფიქრობთ, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება დადგა - სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული - მოგვიტანეთ. ამ საქმეებს არ გვაძლევდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საქმეები იქნება და ნებისმიერ ქვეყანაშია ასეთი საქმეები, შორს წაგვიყვანს ეს დისკუსია, მაგრამ ვერ მოჰქონდათ ვერც ერთი საქმე. უფრო მეტიც, იყო არაერთი პოლიტიკურად საინტერესო საქმე, მათ შორის ამ უცხოელებისთვის და მათი მეგობარი რადიკალური პარტიებისთვის, რომლებიც წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში. ყველაზე ცნობილი მინდა შეგახსენოთ: „რუსთავი 2“-ის საქმე. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ჩართული იყო ამაში, ვისაც არ ეზარებოდა, ელჩები, NGO-ები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, მათი მედიასაშუალებები და ა.შ. ყველა გამოვიდა და დაგმეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და შემდეგ ამ პოლიტიკური პროცესების საფუძველზე მიაღებინეს დროებითი ზომაც კი სტრასბურგის სასამართლოს. იმხელა აჟიოტაჟი შექმნეს, რომ სტრასბურგის სასამართლო იძულებული გახდა მიეღო დროებითი ზომა გადაწყვეტილების შეჩერებასთან დაკავშირებით. თუმცა აქედან დაახლოებით ორ წელიწადში, თუ არ ვცდები, გამოვიდა სტრასბურგის სასამართლო და დაადასტურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ იგივე ადამიანები, რომლებიც აქციებს აწყობდნენ უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ, შემდეგ გამოდიოდნენ და ამ მოსამართლეთაგან ზოგიერთს გმირებად აცხადებდნენ პირდაპირ, და შემდეგ ამერიკაში დადიოდნენ ეს მოსამართლეები გრანტებით და მივლინებებით და ა.შ. გმირებად გამოაცხადეს ის მოსამართლეები, რომლებზეც მანამდე ამბობდნენ, რომ ამათ მიიღეს თურმე უსამართლო გადაწყვეტილება. ანალოგიურად, არაერთი საქმე წავიდა, გვარამიას საქმე იყო, თუ არ ვცდები, მელიას საქმე, ერთი, მეორე, მესამე, რაც აინტერესებდათ პოლიტიკურად. ყველა საქმე წააგეს. ყველა საქმე წააგეს, რაც წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში.

აქედან რა ჩანს - ერთი, რომ ჩვენთან ვერ მოაქვთ საქმეები, პრობლემური საქმეები, საიდანაც ჩანს, რომ ჩვენ თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში; და ასევე საზოგადოების ნდობა. ჩვენ ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს და ამ კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა: ბიზნესი ენდობა, მოსახლეობა ენდობა, სტრასბურგი ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს. დანარჩენი რა არის, დანარჩენი არის მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციები და მცდელობა, პოლიტიკური მოტივით შეზღუდონ ჩვენი სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ფორმულა·15:17
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • ტვ პირველი·13:07
    უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
  • პალიტრა ნიუსი·12:59
    „დაასახელონ, ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს“ - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის კრიტიკას პასუხობს
  • რუსთავი 2·10:08
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
კობახიძესასამართლოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·22:04

ირაკლი კობახიძე - ფაქტები დაიდო, USAID რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში

ირაკლი კობახიძე - ფაქტები დაიდო, USAID რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში
ფრონტნიუსი·21:58

ირაკლი კობახიძე - კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით

ირაკლი კობახიძე - კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით
ფრონტნიუსი·21:55

თამარ ჩერგოლეიშვილი - დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს

თამარ ჩერგოლეიშვილი - დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს
ფრონტნიუსი·21:49

ირაკლი კობახიძე - ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობა

ირაკლი კობახიძე - ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.