ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით
ფრონტნიუსი·23:04

ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით

28 ნოემბერი, 2026 · 23:04

გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ იმიტომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი განათლების რეფორმაზე,

“რაც შეეხება საჯარო სკოლებს: ამასთან დაკავშირებით მე განმარტება გავაკეთე — ჩემი ბავშვებიც დადიან კერძო სკოლაში, თავიდანვე კერძო სკოლაში შევიყვანე ბავშვები და ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ რა: ჩვენ სწორედ ამიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს განათლების რეფორმაზე, ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით. ამას ძალიან მკაფიოდ ვამბობთ. ეს პრობლემები დაგროვდა დიდი ხნის განმავლობაში - 90-იან წლებში, შემდეგ კიდევ 10 წელი იყო და ასევე ჩვენ აღიარებით გამოვედით იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სადმე გვქონდა მცირე პროგრესი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ განათლების სისტემა. ამიტომ ცალკე გამოვედით უმაღლესი განათლების რეფორმის ინიციატივით, ცალკე გამოვედით ზოგადი განათლების რეფორმის ინიციატივით. ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე. ბაღებში ხდება ასე: თბილისში, მაგალითად, რომ აიღოთ თქვენ კერძო საბავშვო ბაღები და საჯარო ბაღები, ძალიან ბევრ მშობელს გადაჰყავს საკუთარი ბავშვები კერძო ბაღებიდან საჯარო ბაღებში, იმდენად უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და მომსახურების ხარისხი წლიდან წლამდე. და ასეთივე პროგრესს გვინდა მივაღწიოთ საჯარო სკოლებში, რაც დღეს არ არის, სამწუხაროდ, მიღწეული", - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • GHN·00:14
    კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
  • რუსთავი 2·23:55
    ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული სამთავრობო შემადგენლობის პირობებში და სამთავრობო ხელმძღვანელობის პირობებში გაჩნდა კორუფციის სისტემური პრობლემა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ეს არ იყო 12 წელი
  • პრაიმტაიმი·23:48
    საქართველოში 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%, ეს ნიშნავს იმას, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან - ირაკლი კობახიძე
  • ტვ პირველი·23:45
    „კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.