ორიგინალი
ირაკლი ფავლენიშვილი - ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს
ფრონტნიუსი·14:30

ირაკლი ფავლენიშვილი - ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს

27 ნოემბერი, 2026 · 14:30

ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. „ნაციონალური მოძრაობა“ შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

"ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. „ნაციონალური მოძრაობა“ შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე, მათ შორის იცით, რომ ჩვენი პატრიოტები, ჩვენი თანამებრძოლები შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმავე დროს და ერთ დროს დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ.

ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 2 წლის წინ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, შეცვალეს კონსტიტუცია და განახორციელეს უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამ დროს ჩვენ არ გავტყდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და მკაფიო ნიშნებია იმის, რომ ტყდება ივანიშვილის რეჟიმი, ერთმანეთი დაასმინეს, ერთმანეთი დაიჭირეს, ერთმანეთს ესროლეს და ახლა არის გადამწყვეტი მომენტი! ჩვენ უნდა შევიკრათ, ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა იმ ბანდას, რომელმაც მიიტაცა ეს ძალაუფლება და რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის უბოროტეს მტერს - კრემლს და რუსეთს, ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი ფავლენიშვილი - ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·14:45

ზურაბ ჯაფარიძე - ამ რეზოლუციებს შეიძლება არ აქვს მყისიერი შედეგი, მაგრამ დოკუმენტირდება ბევრი სხვადასხვა რაღაც და ერთმანეთზე იწყობა

ზურაბ ჯაფარიძე - ამ რეზოლუციებს შეიძლება არ აქვს მყისიერი შედეგი, მაგრამ დოკუმენტირდება ბევრი სხვადასხვა რაღაც და ერთმანეთზე იწყობა
ფრონტნიუსი·14:18

ნიკოლოზ სამხარაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

ნიკოლოზ სამხარაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
ფრონტნიუსი·14:16

კახა კალაძე - სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ

კახა კალაძე - სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ
ფრონტნიუსი·13:34

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.