ზურაბ ჯაფარიძე - ამ რეზოლუციებს შეიძლება არ აქვს მყისიერი შედეგი, მაგრამ დოკუმენტირდება ბევრი სხვადასხვა რაღაც და ერთმანეთზე იწყობა
ამ რეზოლუციებს შეიძლება არ აქვს მყისიერი შედეგი, მაგრამ დოკუმენტირდება ბევრი სხვადასხვა რაღაც და ერთმანეთზე იწყობა, საბოლოო ჯამში კი, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები საკუთარ პოლიტიკას განსაზღვრავენ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი “ოცნებაზე” ცუდ გავლენას მოახდენს.
"ამ რეზოლუციებს შეიძლება არ აქვს მყისიერი შედეგი, მაგრამ დოკუმენტირდება ბევრი სხვადასხვა რაღაც და ერთმანეთზე იწყობა, საბოლოო ჯამში კი, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები საკუთარ პოლიტიკას განსაზღვრავენ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით. თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, რატომ არიან ასეთ იზოლაციაში? რატომ ხდება, რომ ფაშინიანის და ალიევის გარდა ხელს არ ართმევს არავინ? ხანდახან არის, რომ ანბანის მიხედვით მოხვდებიან ხოლმე, საფრანგეთის მერე საქართველო ხდება ხოლმე და მაკრონთან ახერხებენ ერთად კადრის გადაღებას. გამარჯობას არ ეუბნება არავინ და რატომ ხდება ეგ, თუ ამ რეზოლუციებს ფასი არ აქვს? სასამართლო არის ადგილი, სადაც უნდა გაირკვეს ტყუილი და მართალი. როდესაც სასამართლო არის მთლიანად ჯერ კლანის ხელში და ეს კლანი მთლიანად კონტროლდება შემდეგ ივანიშვილის ოჯახის მიერ, ეგ აჩენს სხვა ტიპის პრობლემას, ეგ ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ინსტიტუტი, სადაც შეიძლება ადამიანმა საკუთარი უფლება დაიცვას. ამიტომ ცხადია, დარტყმის ქვეშ ექცევიან მოსამართლეები და პროკურორებიც“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ მიიღეს.
