ორიგინალი
კახა კალაძე - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ
ფრონტნიუსი·12:23

კახა კალაძე - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ

27 ნოემბერი, 2026 · 12:23

"აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, იყო არასამართლიანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

მისი თქმით, გავრცელებული მასალებით დადასტურდა ის რეალობა, რაზეც საუბარი ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

"პირველ რიგში, დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვსაუბრობდით და გარკვეული ადამიანების ჯგუფებს არ სჯეროდათ. სიუჟეტებს უძღვნიდნენ, გადაცემებს აკეთებდნენ, რომ ეს თითქოს ტყუილი იყო, ჩვენ ვიგონებდით. არა, ეს იყო სამწუხარო რეალობა.

წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციების მხრიდან, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოეწყოთ. არა მხოლოდ ამერიკული ორგანიზაციები, ევროპული ორგანიზაციებიც შემჩნეული არიან ამ პროცესში და უშუალოდ ჩართულები იყვნენ საზოგადოების პოლარიზაციაში, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნაში. კონკრეტული ელჩები გამოდიოდნენ და პირდაპირ, თუნდაც განცხადებებით, თუნდაც არდაგმობით ხელს უწყობდნენ იმას, რომ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო იმ ჯგუფს, ვინც დღეს დამნაშავეა და ციხეში ზის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესები წარმოადგენს დანაშაულს, რომელშიც ადგილობრივი აქტორები მონაწილეობდნენ.

"ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან მძიმეა. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ჩადენილი კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, თანამონაწილე იყო ადგილობრივი აგენტურა, რომლის შექმნაშიც, ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა წლების განმავლობაში. ამ აგენტურის გამოყენებით, ჯერ ხან ჟურნალისტებს იყენებდნენ, ხან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვითომ ექსპერტებს და ა.შ.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ განცხადებები, რასაც ვისმენდით, ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო არასამართლიანი და აჩვენებდა იმას, რომ ჰქონდათ მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. კახა კალაძე - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ

თემა: წლებში

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • რუსთავი 2·05:44
    USAID-ის ფაილები USAID-ის წინააღმდეგ - დოკუმენტები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოში
  • კომერსანტი·00:00
    „EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში“ - ნათია თურნავა
  • ალია·23:44
    “გორელი მეჩექმის ბიჭს 30-იანი წლების მიწურულს, ის წმენდები, რომ არ ჩაეტარებინა, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა?’ – ედიშერ გვენეტაძე
  • ტვ პირველი·23:27
    სერბეთში დააკავეს პრორუსი ლიდერის პროპაგანდისტი, რომელიც ხალხს წლების განმავლობაში ომით და მაიდნის განმეორებით აშინებდა
წლებში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·12:17

გიგა ლემონჯავა - ჩვენ ბოლომდე, გამარჯვებამდე ბრძოლას ვაპირებთ, გთხოვთ ყველას, მოხვიდეთ, ეს არის დღე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის

გიგა ლემონჯავა - ჩვენ ბოლომდე, გამარჯვებამდე ბრძოლას ვაპირებთ, გთხოვთ ყველას, მოხვიდეთ, ეს არის დღე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის
ფრონტნიუსი·12:12

გივი თარგამაძე - ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს

გივი თარგამაძე - ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს
ფრონტნიუსი·11:12

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
ფრონტნიუსი·10:05

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 648 161 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 2 262 ბოლო ერთ დღეში

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 648 161 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 2 262 ბოლო ერთ დღეში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.