ორიგინალი
ლევან მახაშვილი - დასანანია, რომ ევროპარლამენტი იუკნევიჩიენეს, გოშიევსკას და აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა
ფრონტნიუსი·17:20

ლევან მახაშვილი - დასანანია, რომ ევროპარლამენტი იუკნევიჩიენეს, გოშიევსკას და აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა

26 ნოემბერი, 2026 · 17:20

ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას, - წერს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძის "პოლიტიკურ პატიმრად" მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული იმ ფონზე, რომ ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

მახაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამგვარი მოთხოვნების არსებობა მართლაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ძალადობას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს.

"ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული. მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს მათ მიერ დანაშაულის ჩადენა და ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას.

დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიენეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა", - წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ლევან მახაშვილი - დასანანია, რომ ევროპარლამენტი იუკნევიჩიენეს, გოშიევსკას და აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა

თემა: ევროპარლამენტმა

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • პოსტივი·19:10
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
  • ინფო 9·18:43
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
  • ამბები.ge·18:43
    ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?
ევროპარლამენტმა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·19:38

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
ფრონტნიუსი·18:17

ზელენსკი - რუსეთი ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს და სამიზნეებიც შეარჩია

ზელენსკი - რუსეთი ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს და სამიზნეებიც შეარჩია
ფრონტნიუსი·17:34

ხატია დეკანოიძე - გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას

ხატია დეკანოიძე - გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას
ფრონტნიუსი·17:29

კახა კალაძე - ევროპარლამენტი და მათი გადაწყვეტილებები რეალურად საინტერესო არ არის

კახა კალაძე - ევროპარლამენტი და მათი გადაწყვეტილებები რეალურად საინტერესო არ არის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.