ორიგინალი
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?
ამბები.ge·18:43

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?

26 ნოემბერი, 2026 · 18:43

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, “ასევე ყველა დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტის გათავისუფლებას ითხოვენ“.

შესწორების თანახმად, ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ, რომ დაკავებულებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა მიეცეთ.

ევროპარლამენტი “სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მოითხოვს დაკავებულებს დაუყოვნებლივ მიეცეთ დამოუკიდებელ ექიმებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა“.

ასევე, რეზოლუციაში შესწორება შევიდა სანქციებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტი “მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - “პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები “ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

იხილეთ ასევე:

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში?

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?

თემა: ევროპარლამენტმა

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • პოსტივი·19:10
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
  • ინფო 9·18:43
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
  • რუსთავი 2·18:37
    ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
ევროპარლამენტმასაკითხირეზოლუცია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·19:17

აშშ-ის კოსმოსური რევოლუცია და მასკის ისტორიული შანსი - SpaceX-ი ორბიტაზე მილიონ თანამგზავრს გაგზავნის და მონაცემთა ცენტრებს შექმნის: რას ნიშნავს ეს?

აშშ-ის კოსმოსური რევოლუცია და მასკის ისტორიული შანსი - SpaceX-ი ორბიტაზე მილიონ თანამგზავრს გაგზავნის და მონაცემთა ცენტრებს შექმნის: რას ნიშნავს ეს?
ამბები.ge·18:06

სახლი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი, ბაგი, კვადროციკლი, მანქანა და ნაღდი ფული - რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე?

სახლი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი, ბაგი, კვადროციკლი, მანქანა და ნაღდი ფული - რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე?
ამბები.ge·17:34

“რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენი გზა არის დიალოგი“ - შალვა პაპუაშვილი ქართული ღვინის კომპანიების სანქცირებაზე

“რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენი გზა არის დიალოგი“ - შალვა პაპუაშვილი ქართული ღვინის კომპანიების სანქცირებაზე
ამბები.ge·17:25

“სხვა გზა აღარ დაგვრჩა… გულით გთხოვთ, მოგვეშველეთ!“ - მოზარდს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება: ოჯახი მიმართვას ავრცელებს

“სხვა გზა აღარ დაგვრჩა… გულით გთხოვთ, მოგვეშველეთ!“ - მოზარდს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება: ოჯახი მიმართვას ავრცელებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.