ორიგინალი
ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა
ფრონტნიუსი·15:43

ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

28 ნოემბერი, 2026 · 15:43

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის მერიაში გამართულ დისკუსიაში - „საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული მმართველობა და საჯარო ანგარიშვალდებულება: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხედვა ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში“.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები, საგარეო პოლიტიკის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ნიკოლოზ სამხარაძემ მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ცვალებად საერთაშორისო გარემოში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის შედეგებზე გაამახვილა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე, რეფორმებსა და ფისკალურ მდგრადობაზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·19:17

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფრონტნიუსი·19:13

"ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი ცოტნე ივანიშვილი არის პირველი, ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი მიერ ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას"

"ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი ცოტნე ივანიშვილი არის პირველი, ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი მიერ ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას"
ფრონტნიუსი·18:40

ლაშა ფარულავა - ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე

ლაშა ფარულავა - ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე
ფრონტნიუსი·16:49

კახა კალაძე – მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება

კახა კალაძე – მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.