ორიგინალი
თამაზ ბორაშვილი - 2025 წელს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი გახდა BBC
ფრონტნიუსი·16:33

თამაზ ბორაშვილი - 2025 წელს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი გახდა BBC

25 ნოემბერი, 2026 · 16:33

2025 წელს ჩვენი სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების მონიტორინგს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სუსის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდი, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვასა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას.

„დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უცხოური მედიასაშუალება BBC-იც კი გახდა. ყველას გახსოვთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღი ე.წ. ,,კამიტი’’ იქნა გამოყენებული; აღნიშნულ ფაქტზე, როგორც იცით, ჩატარდა დროული გამოძიება და დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია და გამოუყენებია; მეტიც, აღნიშნული ქიმიური საშუალება მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ აღარ გამოიყენება.

ჩვენი დროული რეაგირების შედეგად, რაც სწრაფად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, საზოგადოების პროაქტიულ ინფორმირებაში გამოიხატა, თავიდან იქნა აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რაც აღნიშნული დეზინფორმაციული სიუჟეტის მიზანს წარმოადგენდა.

2025 წელს ჩვენი სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების მონიტორინგს.

გამოვავლინეთ სხვადასხვა სოციალური ქსელის ანგარიშები, რომელთა მეშვეობით ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში შუღლისა და ნაციონალისტური განწყობების გაღვივება. არსებული გამოწვევების გასანეიტრალებლად, გავატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“,- განაცხადა ბორაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. თამაზ ბორაშვილი - 2025 წელს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი გახდა BBC

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·21:12

ირაკლი კობახიძე - 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მედიცინის განვითარებაში

ირაკლი კობახიძე - 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მედიცინის განვითარებაში
ფრონტნიუსი·21:00

ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს

ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს
ფრონტნიუსი·18:51

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლ "ბერიკონის“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლ "ბერიკონის“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო
ფრონტნიუსი·17:54

ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას - ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან

ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას - ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.