ორიგინალი
თამაზ ბორაშვილი - საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა
ფრონტნიუსი·16:35

თამაზ ბორაშვილი - საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა

25 ნოემბერი, 2026 · 16:35

საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სუსის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ტერორისტული საფრთხეები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ. ძირითადი აქცენტი კეთდება ქვეყნის ტრანზიტად გამოყენების შესაძლებლობებზე.

2025 წელს აჭარის რეგიონში დავაკავეთ საქართველოს 3 მოქალაქე, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ისინი გეგმავდნენ ქვეყანაში ნიადაგის მომზადებას მათი თანამოაზრეების შემოსაყვანად და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენებას;

2025 წელს კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას ატარებდა, როგორც გასულ წლებში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე საანგარიშო პერიოდში დაწყებულ სისხლის სამართლის 14 საქმეზე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. თამაზ ბორაშვილი - საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·21:12

ირაკლი კობახიძე - 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მედიცინის განვითარებაში

ირაკლი კობახიძე - 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მედიცინის განვითარებაში
ფრონტნიუსი·21:00

ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს

ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს
ფრონტნიუსი·18:51

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლ "ბერიკონის“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლ "ბერიკონის“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო
ფრონტნიუსი·17:54

ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას - ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან

ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას - ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.