ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალების ახალი სარდალი დანიშნა
დმიტრო ტკაჩენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალების ახალი მეთაური გახდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ბრძანებულებით დმიტრო ტკაჩენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალების ახალ სარდლად დანიშნა.
სხვა ბრძანებულებით პრეზიდენტმა მხარდაჭერის ძალების მეთაურის თანამდებობიდან დმიტრო გერეგა გაათავისუფლა.
თავდაპირველად გერეგა მხარდაჭერის ძალების სარდლად თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით დაინიშნა, 2024 წლის 4 მარტს კი პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა. 2024 წლის მაისში ზელენსკიმ დმიტრო გერეგა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალების მეთაურად კვლავ დანიშნა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალები ხუთ მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს: საინჟინრო ჯარები; რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ჯარები; გეოსივრცითი მხარდაჭერა; ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური; კინოლოგიური სამსახური.
თითოეული ეს კომპონენტი საკვანძო როლს ასრულებს ფრონტზე უკრაინული არმიის ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფაში.
