ორიგინალი
"ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონკონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება სრულად დაფინანსდება"
ფრონტნიუსი·14:46

"ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონკონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება სრულად დაფინანსდება"

28 ნოემბერი, 2026 · 14:46

საქართველოს ახალგაზრდობა მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცისკენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც წარმატებული კანდიდატებისთვის სწავლის წლიური ღირებულება (35-42 ათასი დოლარი) სრულად დაიფარება უნივერსიტეტისა და საქართველოს მთავრობის მიერ, - წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევისა და შუამავლობის შედეგად ჩაეყარა საფუძველი უნივერსიტეტსა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას შორის ისტორიულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც, მიმდინარე წელს საქართველოს სკოლების მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს, ხოლო მომავალი წლიდან მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტში განაცხადების წარდგენის შესაძლებლობა განსაკუთრებული წესით მიეცემათ, შერჩევისას კი გათვალისწინებული იქნება მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის ცოდნა და ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადების შედეგები.

“საქართველოს ახალგაზრდობა მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცისკენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. საუბარია ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელთან, რომელიც 1911 წელს დაარსდა და აზიური აკადემიური უპირატესობის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. QS World University Rankings 2027-ის მიხედვით, უნივერსიტეტი მსოფლიოში მე-11 ადგილს, ხოლო აზიაში პირველ ადგილს იკავებს. ეს უბრალოდ ცნობილი სასწავლებელი კი არა, გლობალური მასშტაბის უნივერსიტეტია, სადაც მომავალი მეცნიერები, ბიზნესლიდერები, ექიმები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ყალიბდებიან. ამ წამოწყებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ცოტნე ივანიშვილის ეკუთვნის - ახალგაზრდა ქართველ პატრიოტს, რომელმაც სწორედ ამ უნივერსიტეტში საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილება და აკადემიური კავშირები თანამემამულეებისთვის რეალურ შესაძლებლობად აქცია. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, სწორედ ცოტნე ივანიშვილის ინიციატივის, პირადი ძალისხმევისა და შუამავლობის შედეგად ჩაეყარა საფუძველი უნივერსიტეტსა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას შორის, ისტორიულ თანამშრომლობას. ეს პატრიოტიზმის სრულიად ახალი მაგალითია: არა ხმამაღალი განცხადებები, არამედ კონკრეტული საქმე, რომლის შედეგიც მთელი თაობისთვის ცოდნის, საერთაშორისო აღიარებისა და პროფესიული მომავლისკენ გზის გახსნაა.

უკვე მიმდინარე წელს საქართველოს მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში განაცხადების წარდგენის შესაძლებლობა განსაკუთრებული წესით მიეცემათ. მომავალი წლიდან კი კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიც შეძლებენ. შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის ცოდნა და ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადების შედეგები. წარმატებული კანდიდატებისთვის სწავლის საფასური სრულად დაიფარება: ხარჯების ნაწილს უნივერსიტეტი, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა აიღებს საკუთარ თავზე. სწავლის წლიური ღირებულების (35-42 ათასი დოლარის) გათვალისწინებით, ეს ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალში მართლაც მასშტაბური ინვესტიციაა. ამ ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ცოტნე ივანიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში საკუთარი პირადი წარმატებით არ შემოიფარგლა. მან ინდივიდუალური საგანმანათლებლო შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის პერსპექტიულ მექანიზმად აქცია. ჰონკონგის უნივერსიტეტის თითოეული მომავალი ქართველი სტუდენტის უკან შეიძლება იდგეს, ახალი სამეცნიერო იდეა, წარმატებული საერთაშორისო პროექტი ან საქართველოში დაბრუნებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. სწორედ ასე იქმნება თანამედროვე პატრიოტიზმი - ცოდნით, ინიციატივითა და სხვებისთვის შესაძლებლობების შექმნით. ცოტნე ივანიშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელსაც შეუძლია ქართველი აბიტურიენტების საგანმანათლებლო ჰორიზონტი მრავალი წლით გააფართოოს”, - წერს დავით ქართველიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. "ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონკონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება სრულად დაფინანსდება"

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • იმედი·18:57
    ზაალ ანჯაფარიძე: ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას
  • რუსთავი 2·17:35
    ირაკლი ლატარია: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა ამ ისტორიული შესაძლებლობის საფუძველი
  • ტვ პირველი·17:01
    ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა, სურს, რომ მთელი ქვეყანა საკუთარ კაზინოდ აქციოს - ფარულავა
  • აჭარის ტელევიზია·16:54
    კახა კალაძე: საქართველო ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს
ივანიშვილისსრულადუნივერსიტეტთან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·19:17

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფრონტნიუსი·19:13

"ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი ცოტნე ივანიშვილი არის პირველი, ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი მიერ ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას"

"ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი ცოტნე ივანიშვილი არის პირველი, ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი მიერ ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას"
ფრონტნიუსი·18:40

ლაშა ფარულავა - ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე

ლაშა ფარულავა - ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე
ფრონტნიუსი·16:49

კახა კალაძე – მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება

კახა კალაძე – მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.