ორიგინალი
ზელენსკი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს
ფრონტნიუსი·20:59

ზელენსკი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს

29 ნოემბერი, 2026 · 20:59

პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების შესახებ შეთანხმებების ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა თავდაცვითი პაკეტების ნაწილზე მუშაობა კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან ჩაატარა თათბირი ყველა იმ თანამდებობის პირის მონაწილეობით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პარტნიორებთან კომუნიკაციაზე საჰაერო თავდაცვის სფეროში.

მისივე თქმით, კონკრეტული შეთანხმებების არსებობის მიუხედავად, დახმარების ყველა პაკეტი ჯერ არ განხორციელებულა.

"ნაწილი შესრულდა, მინდა მადლობა გადავუხადო ნორვეგიას, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ახალი თავდასხმები მზადდება, ასევე, აქვთ ინფორმაცია მტრის მიერ სარაკეტო შეიარაღების წარმოებისა და დაგროვების ტემპების შესახებ.

დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინა საკუთარ თავდაცვით პროექტებსაც ავითარებს. კერძოდ, უკვე ამ ზამთარს მოსალოდნელია ანტიბალისტიკური სისტემა FREYJA-ს პირველი პროტოტიპების გამოჩენა და ტესტირება. ამჟამად მიმდინარეობს პარტნიორებთან საჭირო კომპონენტების მიწოდების შეთანხმება და მათი ტექნიკური ინტეგრაციის პროცესი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ზელენსკი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·21:42

ზელენსკი - უკრაინა არც ლიბიას და არც მის პორტებს თავს არ დასხმია, იარაღის გადამტან რუსულ გემებს კი ყველგან გავანადგურებთ

ზელენსკი - უკრაინა არც ლიბიას და არც მის პორტებს თავს არ დასხმია, იარაღის გადამტან რუსულ გემებს კი ყველგან გავანადგურებთ
ფრონტნიუსი·17:57

შუქრუთის მაღაროში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

შუქრუთის მაღაროში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა
ფრონტნიუსი·17:31

ელენე ხოშტარია - ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო

ელენე ხოშტარია - ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო
ფრონტნიუსი·15:45

თენგიზ შარმანაშვილი - ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს

თენგიზ შარმანაშვილი - ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.