ორიგინალი
ზურაბ პატარაძე ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ფრონტნიუსი·10:45

ზურაბ პატარაძე ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

28 ნოემბერი, 2026 · 10:45

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, დაფინანსების ზრდისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ფოკუსირებით, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტი 97 მილიონ ლარამდე გაიზარდა და დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა მომავალშიც იგეგმება.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური განვითარების უმთავრესი მიზანი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას.

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა კურორტ გოდერძიზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობაზე. ცენტრი სრულად აღიჭურვება, რაც ადგილზე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.

მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ყველა ოჯახისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები უნდა შეიქმნას.

ზურაბ პატარაძე მოქალაქეთა მიღების პროცესსაც დაესწრო. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზეც. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სამინისტროს ახალ, უსაფრთხო შენობაში განთავსება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ზურაბ პატარაძე ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·12:44

The Telegraph - ზელენსკის ყირიმის ხიდის სრული განადგურება სურს, კიევი განმეორებით დარტყმას ამზადებს

The Telegraph - ზელენსკის ყირიმის ხიდის სრული განადგურება სურს, კიევი განმეორებით დარტყმას ამზადებს
ფრონტნიუსი·12:09

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
ფრონტნიუსი·11:17

საქართველოში საბრძოლო მასალის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოში საბრძოლო მასალის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
ფრონტნიუსი·11:13

შსს-მ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

შსს-მ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.