ორიგინალი
მწყემსმა 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მიითვისა - წალკის პოლიციამ 1 პირი დააკავა
GHN·11:04

მწყემსმა 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მიითვისა - წალკის პოლიციამ 1 პირი დააკავა

26 ნოემბერი, 2026 · 11:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით, ერთი პირი რუსთავში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მწყემსად მუშაობდა, 2023–2025 წლებში გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

ბრალდებულმა ასევე კიდევ ერთი მოქალაქის კუთვნილი 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თანხის გადახდის დაპირებით წამოიყვანა, თუმცა დაპირებული თანხა არ გადაიხადა.

ბრალდებულის ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 181 400 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. მწყემსმა 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მიითვისა - წალკის პოლიციამ 1 პირი დააკავა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·11:35

სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა ეგვიპტეში საწვავით დატვირთული მანქანის აფეთქებას

სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა ეგვიპტეში საწვავით დატვირთული მანქანის აფეთქებას
GHN·10:20

ბანკის სალაროს უფროსი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ 800 000-მდე ლარს - დაკავებულია 1 პირი

ბანკის სალაროს უფროსი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ 800 000-მდე ლარს - დაკავებულია 1 პირი
GHN·08:40

რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს

რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
GHN·08:24

ვფიქრობ, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? რუსულ მხარსეთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი გარკვეულ ჩიხშია შესული - ჯარედ კუშნერი

ვფიქრობ, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? რუსულ მხარსეთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი გარკვეულ ჩიხშია შესული - ჯარედ კუშნერი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.