ორიგინალი
რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
GHN·08:40

რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს

26 ნოემბერი, 2026 · 08:40

26 ნოემბრის ღამეს რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში უპილოტო საფრენი აპარატებით თბოელექტროსადგურსა და ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. შეუტიეს. ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს აწვდის.

ინფორმაციას უკრაინული მონიტორინგის Telegram-არხები Exilenova+ და Supernova+, ასევე რუსული გამოცემა ASTRA ავრცელებენ.

ASTRA-ს ცნობით, დრონების სამიზნე ქალაქის სამრეწველო ზონა გახდა, სადაც ქარხანა მდებარეობს, რომელიც რუსეთის საწარმოებს ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს.

ადგილობრივი მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სამრეწველო ზონაში დრონების შეტევისა და აფეთქებების შესახებ იუწყებოდა. აფეთქებები ასევე ისმოდა ნევინომისკის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა დაადასტურა, რომ დრონებით თავდასხმის სამიზნე ქალაქის სამრეწველო ზონა გახდა. თუმცა, მას კონკრეტული ობიექტების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსული გამოცემა ASTRA-ს ცნობით, ნევინომისკში მდებარეობს ქიმიური საწარმო „ნევინომისკი აზოტი“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდის.

თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
რუსეთისმხარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·08:49

საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, თუმცა ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება - მაკა ბოჭორიშვილი

GHN·08:24

ვფიქრობ, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? რუსულ მხარსეთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი გარკვეულ ჩიხშია შესული - ჯარედ კუშნერი

ვფიქრობ, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? რუსულ მხარსეთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი გარკვეულ ჩიხშია შესული - ჯარედ კუშნერი
GHN·07:18

რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს - გიორგი ზურაბაშვილი

GHN·07:13

გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ, მე ვიყავი გაოგნებული ამ სიახლეებით - გიორგი ზურაბაშვილი

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.