ორიგინალი
გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა
GHN·14:51

გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა

26 ნოემბერი, 2026 · 14:51

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის გაჩერების ადგილთან დაკავშირებული სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა კონფლიქტის მონაწილეთა გასაშველებლად ადგილზე მისულ მამაკაცზე.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა

თემა: ბრალდებით

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • იმედი·14:44
    პროკურატურამ მითვისებისა და თაღლითობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • რუსთავი 2·14:36
    პროკურატურამ მითვისების და თაღლითობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • ამბები.ge·13:42
    ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იხდიდა სასჯელს, ციხე დატოვა
  • პალიტრა ნიუსი·12:36
    ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან - რა ბრალდებებს უყენებს ყოფილი პრემიერი „ქართულ ოცნებას“?
ბრალდებით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·15:03

ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით - შალვა პაპუაშვილი

ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით - შალვა პაპუაშვილი
GHN·14:38

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე
GHN·14:15

შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა - ირაკლი კობახიძე

შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა - ირაკლი კობახიძე
GHN·13:56

ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი - ჯერ 90-იანები, შემდეგ ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც - ირაკლი კობახიძე

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.