ორიგინალი
ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით - შალვა პაპუაშვილი
GHN·15:03

ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით - შალვა პაპუაშვილი

26 ნოემბერი, 2026 · 15:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში ეყრდნობა ერთი და იმავე პრინციპს, რაც გულისხმობს სამართლიანობაზე დაფუძნებულ დიალოგს.

პაპუაშვილის თქმით, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.

„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან დავამატებდი ერთ რამეს, რომ ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა. რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. პრეტენზიები თუკი არის წამოყენებული, ის უნდა იყოს სამართლიანი და პრეტენზიებზე პასუხიც უნდა იყოს სამართლიანი. ღვინოსთან დაკავშირებით განმარტა სპეციალურმა წარმომადგენელმაც, პრემიერ-მინისტრმაც, რომ წარმოდგენილი პრეტენზიები არის უსაფუძვლო საბაბი საქართველოს მიმართ და აქედან გამომდინარე, არის უსამართლო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა სულ ახლახან, გუშინ თუ არ ვცდები, რომ ის მიესალმება პრაგმატულ მიდგომებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხიც სწორედ ეს არის, რომ მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, მოველით, რომ ეს ურთიერთობები, თუ დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე. ამიტომ ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს ყველას მიმართ და ალბათ მნიშვნელოვანი არის რუსეთის ფედერაციისთვის, ხელმძღვანელობისთვის, რომ აკვირდებიან ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას, რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ. ასე რომ ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით - შალვა პაპუაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·15:08

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი ასეთმა ინიციატივებმა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას - კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე

GHN·14:51

გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა

გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა
GHN·14:38

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე
GHN·14:15

შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა - ირაკლი კობახიძე

შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა - ირაკლი კობახიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.