ორიგინალი
როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერცერთ ფაქტს დასადასტურებლად, ცილისმწამებელი ხარ - შალვა პაპუაშვილი
GHN·10:17

როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერცერთ ფაქტს დასადასტურებლად, ცილისმწამებელი ხარ - შალვა პაპუაშვილი

27 ნოემბერი, 2026 · 10:17

ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ, ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, სადაც „კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერცერთ ფაქტს დასადასტურებლად, ცილისმწამებელი ხარ“.

„Slander – “the utterance of false charges or misrepresentations which defame and damage another’s reputation” (Merriam-Webster Dictionary). ცილისწამება – „ცრუ ბრალდებების ან დამახინჯებული ცნობების გაჟღერება, რაც სხვას ცილს სწამებს და მის რეპუტაციას აზიანებს“ (მირიამ-ვებსტერის ლექსიკონი).

როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერცერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“.

ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილისწამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს“, – წერს პაპუაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერცერთ ფაქტს დასადასტურებლად, ცილისმწამებელი ხარ - შალვა პაპუაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·10:13

კვლევების თანახმად, საქართველოში თაღლითურ „ქოლცენტრებში“ დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა, ხელისუფლება თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში, ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს - გივი თარგამაძე

კვლევების თანახმად, საქართველოში თაღლითურ „ქოლცენტრებში“ დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა, ხელისუფლება თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში, ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს - გივი თარგამაძე
GHN·09:47

უკრაინის არცერთი მოქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიის ან ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ - ანდრი სიბიჰა

უკრაინის არცერთი მოქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიის ან ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ - ანდრი სიბიჰა
GHN·09:23

აშშ-მა Starshield-ის მუშაობასთან დაკავშირებით დადებითი სიგნალები გამოგვიგზავნა - ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-მა Starshield-ის მუშაობასთან დაკავშირებით დადებითი სიგნალები გამოგვიგზავნა - ვოლოდიმირ ზელენსკი
GHN·01:59

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა - შსს

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა - შსს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.