ორიგინალი
თურქმა ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა - სულხან თამაზაშვილი
GHN·16:25

თურქმა ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა - სულხან თამაზაშვილი

27 ნოემბერი, 2026 · 16:25

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

თამაზაშვილის განცხადებით, თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა.

მან თავის თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რომ ჩანაწერი გაეკეთებინა, ბევრად საინტერესო ნაწილს გაავრცელებდა, სადაც მან თავის კოლეგას თურქი გულშემატკივრების პროვოკაციულ ქმედებებზე მიუთითა.

მისი თქმით, თურქულმა მხარემ ჩანაწერის არასრული ვერსია გაავრცელა.

"ჩემდა გასაკვირად, მოვუსმინე ამ ჩანაწერს, ვადასტურებ, ჩემ კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი, მე არ ჩამიწერია, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემ კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფორმაცია გვქონდა დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურამცხმყოფელი და რაზეც ჰქონდათ ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეანაში, დაახლოებით 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მატჩამდე, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე, ავუხსენი მათ შორის ის, რომ ამ ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო, გაეშალათ სტადიონზე მატჩის დროს, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო", - განაცხადა თამაზაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. თურქმა ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა - სულხან თამაზაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·16:42

სომხეთს გარკვეულ ეტაპზე არჩევანის გაკეთება მოუწევს - ევროკავშირთან დაახლოება სურს თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაგრძელება - დმიტრი პესკოვი

სომხეთს გარკვეულ ეტაპზე არჩევანის გაკეთება მოუწევს - ევროკავშირთან დაახლოება სურს თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაგრძელება - დმიტრი პესკოვი
GHN·16:36

მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, თუმცა ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, გარკვეული პერიოდით შესაძლებელია აეკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა - სულხან თამაზაშვილი

GHN·16:11

პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას - ლევან მაჭავარიანი

პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას - ლევან მაჭავარიანი
GHN·16:03

ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა, მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით - ლევან სანიკიძე

ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა, მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით - ლევან სანიკიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.