ორიგინალი
ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
GHN·20:17

ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

27 ნოემბერი, 2026 · 20:17

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია დაიბარეს. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.

სააგენტოს ცნობით, კალანდიას თურქეთის მხარემ 26 ნოემბერს ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის UEFA-ს ევროპალიგის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით თავისი პროტესტი გადასცა.

მედია წერს, რომ თურქულმა მხარემ მოითხოვა მომხდარის ყველა გარემოების სრულყოფილი გამოძიება და იმ პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, რომლებიც თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ჩარევაზე არიან პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას ბათუმის სტადიონზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. შეხვედრა დაახლოებით 30 წუთით შეწყდა. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ 16 გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირებისას ოთხი პოლიციელი დაშავდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 245 სტატია.

  • სპორტოლი·02:11
    "მადლობა საქართველოს პოლიციას და ბათუმს" - "ჰაპოელმა" განცხადება გაავრცელა
  • რუსთავი 2·00:59
    მმართველი გუნდისთვის ბათუმში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითი აღმოჩნდა - "ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, მათი ოპონენტები ცდილობენ, ყველა თემა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ
  • ფორმულა·00:57
    ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის
  • რადიო თავისუფლება·00:12
    როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
ბათუმშიმომხდართურქეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·00:19

რუსეთის სამხედრო ფლოტილია, რომელიც ლიბიისკენ მიემართებოდა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკან გაბრუნდა - Reuters

რუსეთის სამხედრო ფლოტილია, რომელიც ლიბიისკენ მიემართებოდა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკან გაბრუნდა - Reuters
GHN·23:51

იმის თქმა, რომ უკრაინის ტერიტორიები უხსოვარი დროიდან რუსული იყო... რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს? - ალექსანდრ ლუკაშენკა

იმის თქმა, რომ უკრაინის ტერიტორიები უხსოვარი დროიდან რუსული იყო... რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს? - ალექსანდრ ლუკაშენკა
GHN·23:36

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯია მელონის დაუდასტურა, რომ ლიბიაში რუსულ გემზე თავდასხმა პარტნიორებთან კოორდინირებული არ ყოფილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯია მელონის დაუდასტურა, რომ ლიბიაში რუსულ გემზე თავდასხმა პარტნიორებთან კოორდინირებული არ ყოფილა
GHN·22:53

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე ათამდე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე ათამდე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.