ორიგინალი
იმის თქმა, რომ უკრაინის ტერიტორიები უხსოვარი დროიდან რუსული იყო... რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს? - ალექსანდრ ლუკაშენკა
GHN·23:51

იმის თქმა, რომ უკრაინის ტერიტორიები უხსოვარი დროიდან რუსული იყო... რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს? - ალექსანდრ ლუკაშენკა

27 ნოემბერი, 2026 · 23:51

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა რუსეთის ისტორიულ არგუმენტებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ იმავე ლოგიკით, რუსეთი მონღოლეთს უნდა გადაეცეს. ამასთან, ლუკაშენკო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩაყვანას და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე თანხლებას სთავაზობს.

ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება CNN

ლუკაშენკას განცხადებით, ისტორიული არგუმენტებით თანამედროვე ტერიტორიული პრეტენზიების გამართლება არასწორია.

„იმის თქმა, რომ ეს მიწები [უკრაინის ტერიტორიები] უხსოვარი დროიდან რუსული იყო... უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო. გახსოვთ? მაშასადამე, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს?“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ სლავური სახელმწიფოებრიობის სათავე კიევის რუსეთიდან მოდის, თუმცა მოგვიანებით ლუკაშენკომ საკუთარი განცხადება შეარბილა და აღნიშნა, რომ პუტინს ეს საკითხი ესმის, ხოლო მისი პოზიცია არასწორად არის გაგებული.

ინტერვიუში ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის, ზელენსკისთან ერთად მოსკოვში გაფრინდეს და პირადად უზრუნველყოს უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოება პუტინთან შეხვედრის დროს.

„შემიძლია, თვითმფრინავში ჩავჯდე და მასთან ერთად მოსკოვში გავფრინდე. ჩვენ ორნი. მისი უსაფრთხოების გარანტის როლში, შემიძლია, მასთან ერთად დავჯდე და მოსკოვში გავფრინდე“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

CNN-ის ცნობით, ზელენსკიმ ლუკაშენკას შეთავაზებას არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ ომის პირობებში მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია.

„ჩვენ ომში ვართ, მოსკოვში ვერ შევხვდებით, კიევშიც ვერ შევხვდებით. ეს ყველასთვის გასაგებია. როდესაც ვინმე ასეთ რამეს ამბობს, ეს უბრალოდ არასერიოზული საუბარია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკამ ინტერვიუში ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი საბოლოოდ დონბასის მთელ ტერიტორიას დაიკავებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა კომპრომისებზე უნდა იმუშაონ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. იმის თქმა, რომ უკრაინის ტერიტორიები უხსოვარი დროიდან რუსული იყო... რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს? - ალექსანდრ ლუკაშენკა

თემა: უკრაინის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • ფორმულა·23:52
    უკრაინის ხელისუფლება კუშნერის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს
  • რადიო თავისუფლება·23:40
    ლიბია უკრაინისგან კომპენსაციას მოითხოვს ბენღაზის პორტზე დარტყმისთვის
  • კომერსანტი·20:36
    უკრაინამ ყირიმის ხიდზე დარტყმისას ისრაელის HiSKY-ის ტექნოლოგია გამოიყენა - WSJ
  • პალიტრა ნიუსი·18:23
    The Telegraph - უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად გასანადგურებლად იერიშებს ამზადებს
უკრაინისრუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·00:34

ლოს ანჯელესში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ლოს ანჯელესში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
GHN·00:14

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
GHN·23:59

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
GHN·23:37

ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში - ლევან ცუცქირიძე

ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში - ლევან ცუცქირიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.