უნგრეთმა უკრაინელ სამხედრო მეთაურ რობერტ ბროვდის (მადიარს) ქვეყანაში შესვლისა და ცხოვრების აკრძალვა მოუხსნა
უნგრეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, უნგრული წარმოშობის რობერტ ბროვდისთვის ქვეყანაში შესვლისა და ცხოვრების სამწლიანი აკრძალვა გააუქმა.
გამოცემა Magyar Hang-ის ცნობით, უნგრეთის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კონტროლის ეროვნული გენერალური დირექტორატის (NDGAP) სისტემიდან ბროვდისთვის დაწესებული აკრძალვა ამოიღეს.
რობერტ ბროვდი, მეტსახელად „მადიარი“, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს და ის უნგრული წარმოშობის ყველაზე მაღალი რანგის სამხედროა. მას რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
უნგრეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ბროვდისთვის ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის შესახებ 2025 წლის აგვისტოში განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად მან ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ განხორციელებული თავდასხმები დაასახელა. სიიარტოს განცხადებით, აკრძალვა იმ სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურს შეეხებოდა, რომელიც ამ თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი.
უნგრეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ბროვდიმ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და მის გუნდს ურჩია, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „უკან გაერჭოთ“.
