ორიგინალი
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი სამხედრო ბაზებზე ცხოვრობს - CNN
GHN·19:13

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი სამხედრო ბაზებზე ცხოვრობს - CNN

28 ნოემბერი, 2026 · 19:13

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ექვსი წევრი ვაშინგტონში მდებარე სამხედრო ბაზებსა და სხვა სამხედრო ობიექტებში ცხოვრობს. ამის მიზეზად ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის ზრდა და ირანის მხრიდან მომდინარე ახალი საფრთხეები სახელდება. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წინა პრეზიდენტების ადმინისტრაციების დროს მაღალი თანამდებობის სამოქალაქო პირების სამხედრო ბაზებზე ცხოვრება იშვიათი მოვლენა იყო.

მანამდე CNN წერდა, რომ თეირანი ვაშინგტონში მაღალი რანგის ამერიკელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ თავდასხმის გეგმებს ამუშავებდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბარი იყო ე.წ. „ბინძური ბომბის“ აფეთქების ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა ცოტა ხნის წინ ჯორჯთაუნში მდებარე საკუთარი სასახლე დატოვა და ვაშინგტონში, დაცულ სამხედრო ბაზაზე გადავიდა. ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას ხელმძღვანელობდა, რომელიც მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.

სამხედრო ბაზაზე ცხოვრობს აშშ-ის გენერალური პროკურორი და იუსტიციის მდივანი ტოდ ბლანში, ისევე როგორც მისი წინამორბედი პემ ბონდი.

თეთრი სახლის აპარატის უფროსი სტივენ მილერი, მისი მეუღლე კეტი და მათი ოთხი შვილი კი გასულ წელს ვირჯინიაში მდებარე სახლიდან სამხედრო საცხოვრებელში გადავიდნენ. მანამდე მათ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები კი ფურცლებს არიგებდნენ, რომლებზეც ოჯახის სახლის მისამართი იყო მითითებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ფორტ ლესლი მაკნეირის სამხედრო ბაზაზე ცხოვრობს.

CNN-ის შეფასებით, ის, რაც რვა წლის წინ შესაძლოა პრობლემურად მიჩნეულიყო, ახლა ტენდენციად იქცა: ტრამპის ადმინისტრაციის სულ უფრო მეტი მაღალჩინოსანი თეთრ სახლში მუშაობის პერიოდში დაცულ რეზიდენციებში ცხოვრებას ამჯობინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი სამხედრო ბაზებზე ცხოვრობს - CNN

თემა: სამხედრო

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·15:14
    პერუში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად რვა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
  • ფორმულა·15:13
    პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის თემას განიხილავენ
  • BM.GE·13:24
    ბლოკადის დარღვევის გამო, აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში გემს ცეცხლი გაუხსნეს
  • პალიტრა ნიუსი·13:10
    Financial Times - ამერიკელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე დრონები მოიგერიეს - შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული
სამხედროპრეზიდენტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·18:40

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა
GHN·17:46

უკრაინამ 50 დღეში რუსეთის ნავთობისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის 40 ობიექტს დაარტყა - The New York Times

უკრაინამ 50 დღეში რუსეთის ნავთობისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის 40 ობიექტს დაარტყა - The New York Times
GHN·17:30

სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს, როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ ადგილს აგრესიის სცენად აქცევენ, დუმილი ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა - ისრაელის ელჩი

სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს, როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ ადგილს აგრესიის სცენად აქცევენ, დუმილი ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა - ისრაელის ელჩი
GHN·15:57

უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph

უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.