ორიგინალი
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა
GHN·18:40

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა

28 ნოემბერი, 2026 · 18:40

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს, 28 ნოემბერს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

ზელენსკიმ ბერსეს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინაში ვიზიტისთვის.

„ახლა ვხედავთ, რომ როდესაც აგრესორის მიერ ჩადენილი ასეთი დანაშაულები დაუსჯელი რჩება, ეს მას მხოლოდ ახალი დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობამ აუცილებლად იზეიმოს ამ ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა გააჩაღა და რომლის დასრულებაც არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განიხილეს ის გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა ამ მიზნის მიღწევას შეუწყოს ხელი.

კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას უკრაინამ მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის შესახებ სპეციალური ტრიბუნალის მმართველი კომიტეტის შექმნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, შეთანხმება ტრიბუნალის პრაქტიკული ამოქმედებისა და მისი საქმიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის.

„ვიმედოვნებთ, რომ მას რაც შეიძლება მეტი ჩვენი პარტნიორიც შეუერთდება. ვისაუბრეთ საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის შექმნის პროცესში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო კომპენსაციის ფონდის შევსების გზებზეც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ხარჯზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ალენ ბერსემ ზელენსკის ევროპის საბჭოს უკრაინის ახალი სამოქმედო გეგმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, ვეტერანების, ქალებისა და ბავშვების მხარდაჭერას, ასევე უკრაინის აღდგენის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ძლიერი დემოკრატიული მმართველობა და გამჭვირვალე ინსტიტუტები „ევროპის საბჭოს ადგილზე მუშაობის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში წინ მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია, განვიხილეთ, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის მხარდაჭერის უწყვეტობა. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია და ასეც დარჩება“, - დასძინა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა

თემა: ევროპის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ტვ პირველი·17:47
    ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა
  • იმედი·17:33
    სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პედრო მოურას შეხვდა
  • რუსთავი 2·16:02
    სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
  • აჭარის ტელევიზია·15:51
    საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პედრო მოურას შეხვდა
ევროპის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·19:13

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი სამხედრო ბაზებზე ცხოვრობს - CNN

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი სამხედრო ბაზებზე ცხოვრობს - CNN
GHN·17:46

უკრაინამ 50 დღეში რუსეთის ნავთობისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის 40 ობიექტს დაარტყა - The New York Times

უკრაინამ 50 დღეში რუსეთის ნავთობისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის 40 ობიექტს დაარტყა - The New York Times
GHN·17:30

სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს, როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ ადგილს აგრესიის სცენად აქცევენ, დუმილი ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა - ისრაელის ელჩი

სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს, როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ ადგილს აგრესიის სცენად აქცევენ, დუმილი ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა - ისრაელის ელჩი
GHN·15:57

უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph

უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.