ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! - ანა წითლიძე
ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? - ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი? მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენ გამო გამოდის ქუჩაში? ძალიან სირცხვილია!,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის დღეს გამართულ აქციას ეხმიანება და აქციიდან იმ ბანერის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთად არიან გამოსახული წარწერით: ,,ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა”. წითლიძე სვამს კითხვას, “ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატის დაბეჭდვა აქციაზე მოტანა”.
,,მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!
ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?
ანუ, გიგი წერეთელს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს?
ან იქნებ დღეს აქციაზე გიგი წერეთლის უფრო მეტი მხარდამჭერი იდგა, ვიდრე ენმ-ის?
ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?!
მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?
ძალიან სირცხვილია!
მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე”,- წერს წითლიძე.
