ორიგინალი
ლოს ანჯელესში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
GHN·00:34

ლოს ანჯელესში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

29 ნოემბერი, 2026 · 00:34

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, მანჰეტენ-ბიჩის დასავლეთით, დაახლოებით 6 კილომეტრში, 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ABC News აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე (USGS) დაყრდნობით წერს.

მიწისძვრა შაბათს, 28 ნოემბერს დაფიქსირდა.

ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის (LAFD) განცხადებით, ამ დროისთვის შენობების დაზიანებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

უწყების ცნობით, ქალაქის 106-ვე სახანძრო განყოფილება მიწისძვრის შედეგების შესაფასებლად მუშაობს. მაშველები ტერიტორიას ხმელეთიდან, ჰაერიდან და წყლიდან ამოწმებენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტების მდგომარეობას აფასებენ.

„ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი მიწისძვრაზე რეაგირების რეჟიმში გადავიდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. საერთაშორისო აეროპორტში ჭერის პანელები ჩამოიშალა, ხოლო Chevron-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თავზე კვამლის სქელი ღრუბლები გამოჩნდა.

მთავარ ბიძგს რამდენიმე განმეორებითი ბიძგი (აფთერშოკი) მოჰყვა, რომელთა სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდას მიაღწია.

აღნიშნული მიწისძვრა 2014 წლის შემდეგ უშუალოდ ლოს ანჯელესის მახლობლად მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ლოს ანჯელესში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·00:14

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
GHN·23:59

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
GHN·23:37

ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში - ლევან ცუცქირიძე

ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში - ლევან ცუცქირიძე
GHN·23:21

ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი

ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე - თამარ ჩერგოლეიშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.