ორიგინალი
ორთოდოქს „ნაცებს“ ახლადგამომცხვარმა „ნაცებმა“ არ მისცეს მიკროფონთან მისვლის უფლება, ეს არის ტიპიური აგენტურა - დავით მათიკაშვილი
GHN·14:47

ორთოდოქს „ნაცებს“ ახლადგამომცხვარმა „ნაცებმა“ არ მისცეს მიკროფონთან მისვლის უფლება, ეს არის ტიპიური აგენტურა - დავით მათიკაშვილი

29 ნოემბერი, 2026 · 14:47

ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის, რა აღარ იკადრეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, მაგრამ შეძლეს ის, რომ, მაქსიმუმ, 7 000 ადამიანი იყო გამოსული, ვერ შეავსეს თავისუფლების მოედანი და ზუსტად ნახევარ საათში დაიშალა აქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ეს არის რეალობა, ეს არის ვითომ ხალხის მდინარეები, რომელიც სინამდვილეში მართლა იმ რაოდენობა ადამიანებზე დადის, რაც ჩვენ აქამდეც გვინახავს, მაგალითად, 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობაზეც დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანი იყო. საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის. აგენტურის დღე დასრულდა საქართველოში, მათი დრო აღარ არის. ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათ არანაირი ემპათია არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იკადრონ, როგორც არ უნდა შეეცადონ საზოგადოების აღელვებას, საქართველომ ძალიან კარგად იცის, ვისთან აქვთ საქმე. ეს არის ტიპური აგენტურა, უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები საქართველოში, რომელთაც ნამდვილად არა აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური გააკეთონ. აქციაზე დაერივნენ ერთმანეთს, ვერ გაიყვეს მიკროფონები, ერთმანეთს წაუყენეს ბრალდებები, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც ასე დამახასიათებელია უსამშობლო ე.წ. პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომელთათვისაც საკუთარ ქვეყანას და სამშობლოს არანაირი ფასი არ გააჩნიათ. ორთოდოქს „ნაცებს“ ახლადგამომცხვარმა „ნაცებმა“ არ მისცეს მიკროფონთან მისვლის უფლება, სინამდვილეში საზოგადოებამ მაინც კარგად იცის, რომ ერთი მთლიანობაა. ახლა ხვდებიან, რომ სააკაშვილის ბანერი და მისი ფიგურა თითქოს მათთვის კონტრპროდუქტიულია. ეს არის უნდობლობა, რაც მათმა ანტიქართულმა და ანტისაზოგადოებრივმა ქცევამ გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მუდმივმა მცდელობამ, საზოგადოება ტყუილში ამყოფონ. ეს არის ის სიმართლე, რაც მათ უნდა გაიგონ, გაიაზრონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. ორთოდოქს „ნაცებს“ ახლადგამომცხვარმა „ნაცებმა“ არ მისცეს მიკროფონთან მისვლის უფლება, ეს არის ტიპიური აგენტურა - დავით მათიკაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·15:00

ორ თვეზე მეტია, აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით და შეკრიბეს 7 000-მდე ადამიანი, ისიც 33 წუთში დაეშალათ, აბრალეთ ახლა ერთმანეთს შეკრების მორიგი ჩავარდნა და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი - ირაკლი ზარქუა

GHN·14:57

გუშინდელ აქციაზე მომხდარმა „სიურპრიზმა“ ყველა ჩაგვითრია გაუგებრობაში, ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ ყველასთან, ვისაც გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, და არა მათთან, ვინც პარტნიორებს მსგავს „სიურპრიზებს“ უწყობს - "სტარტეგია აღმაშენებელი"

GHN·13:46

"ალიანსმა" ხაზგასმით უნდა თქვას, ემიჯნება თუ არა ასეთ მძიმე პროვოკაციას, წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს - ირაკლი ფავლენიშვილი

"ალიანსმა" ხაზგასმით უნდა თქვას, ემიჯნება თუ არა ასეთ მძიმე პროვოკაციას, წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს - ირაკლი ფავლენიშვილი
GHN·13:04

ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უნგრეთი უკრაინელ ხალხთან ერთად პატივს მიაგებს სტალინური რეჟიმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას - უნგრეთის საგარეო უწყება

ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უნგრეთი უკრაინელ ხალხთან ერთად პატივს მიაგებს სტალინური რეჟიმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას - უნგრეთის საგარეო უწყება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.