მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 2025-2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ, 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 58%-ით აღემატება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 2025-2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ, 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 58%-ით აღემატება

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო მეთხილე ფერმერების მხარდაჭერას წლების განმავლობაში ახორციელებს. 2022-2025 წლებში, თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, ათიათასობით ფერმერმა თხილის ბაღების მოვლა-მოყვანისთვის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლიდან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერა სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება. პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ მეურნეობები და გაზარდონ წარმოების შესაძლებლობები.

თხილის საბაზრო ფასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, კლიმატური პირობები, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება. შესაბამისად, სექტორის მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე წლის ფასის მაჩვენებელი, არამედ დარგის გრძელვადიანი დინამიკა და ექსპორტის მონაცემები.

2025-2026 წლის მარკეტინგულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 18.5 ათასი ტონა თხილი, რომლის ღირებულებამ 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა მარკეტინგული წლის მონაცემებს 58%-ით აღემატება. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, სადაც 12 ათას ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული, საერთო ღირებულებით 131 მლნ აშშ დოლარი.

სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები აგრძელებენ თხილის სექტორში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. ამასთან, გაგრძელდება ისეთი მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს თხილის ხარისხის გაუმჯობესებას, ფერმერების ცოდნის ამაღლებას და ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას საერთაშორისო ბაზრებზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • 1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმები ონლაინ formebi.emis.ge-ზეც გაიყიდება - სამინისტროBM.GE
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →დოლარი →საქართველოდან →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი