მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 4 ოქტომბრის აქციაზე ბრალდებულებმა მოსამართლესა და სახელმწიფო ბრალმდებელს მუქარის ტონით მიმართეს
4 ოქტომბრის აქციაზე ბრალდებულებმა მოსამართლესა და სახელმწიფო ბრალმდებელს მუქარის ტონით მიმართეს

4 ოქტომბრის აქციაზე ბრალდებულებმა მოსამართლესა და სახელმწიფო ბრალმდებელს მუქარის ტონით მიმართეს

იმედი|imedinews.ge

4 ოქტომბრის აქციაზე ძალადობრივ პროცესებში ბრალდებულებმა სასამართლოს სიტყვით მიმართეს. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და უსაფუძვლოს უწოდებენ.

სასამართლოზე მოგვიანებით შეფასდა, რომ ბრალდებულების განცხადებებში მუქარანარევი ტონი იკითხებოდა როგორც მოსამართლის, ასევე სახელმწიფო ბრალმდებლის მიმართ.

„ერთი პროცენტი გაქვთ დარჩენილი, სანამ ჯადოსნურ ჩაქუჩს დაარტყამთ. კარგად დაფიქრდით, ძალიან ცუდად იქნება ყველაფერი", - განაცხადა პროცესზე ზაქრო ალბუთაშვილმა.

„არ ჩამიდენია არაფერი, ღობეს ვაჯანჯღარებდი... აი, რომ მომისჯით, ხომ გამოვალ, მოვალ თქვენთან სახლში, მივესალმები თქვენი ოჯახის წევრებს, როცა იქნება ხომ გამოვალ და ვეტყვი, რომ ამის გამო გამიშვა ციხეში თქვენმა ოჯახის წევრმა“, - თქვა კახა მჟავანაძემ.

„არ ვაღიარებ არაფერს, ქალაქელი კაცი ვარ. სარკეში ჩაიხედეთ, რას გავხართ. მომისჯით? გამოვალ, მოგაკითხავთ სახლში, თვალებში ჩაგხედავთ, გაიგეთ, ბატონო პროკურორო?!", - აღნიშნა კონსტანტინე კოკაიამ.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტს, ზაქრო ალბუთაშვილს და ია დარახველიძეს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?BM.GE
  • ინგლისში საპროტესტო აქცია დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდარუსთავი 2
  • "გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთანტვ პირველი
  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
აქცია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი